მთავარ შიგთავსზე გადასვლა
სუფთა სახლი

პერსონალური მონაცემები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვერსია 1.0

1ვინ ამუშავებს მონაცემებს

მონაცემთა დამმუშავებელია „სუფთა სახლი“.

2რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი და სასურველი ქალაქი;
  • CV და, სურვილის შემთხვევაში, სამოტივაციო წერილი;
  • ვაკანსია ან მიმართულება, რომელზეც განაცხადი გამოიგზავნა;
  • თანხმობის თარიღი და პოლიტიკის ვერსია; ტექნიკური უსაფრთხოებისთვის — IP მისამართის დაშიფრული ანაბეჭდი.

3რა მიზნით

მონაცემები გამოიყენება მხოლოდ კადრების შერჩევისთვის: განაცხადის განხილვისთვის, კანდიდატთან დასაკავშირებლად და გასაუბრების ორგანიზებისთვის.

4ვის აქვს წვდომა

განაცხადებსა და CV-ებს ხედავენ მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილი HR თანამშრომლები. CV ინახება დახურულ საცავში და არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი; ყოველი ჩამოტვირთვა აღირიცხება.

5რამდენ ხანს ვინახავთ

განაცხადი ინახება 365 დღე. თუ განაცხადისას დაეთანხმეთ CV-ის შენახვას სხვა ვაკანსიებისთვის — 730 დღე. ვადის გასვლის შემდეგ CV იშლება, საკონტაქტო მონაცემები კი ანონიმდება.

6ქუქი-ფაილები და ანალიტიკა

საიტის გამოყენების სტატისტიკისთვის (რამდენი ადამიანი ნახულობს ვაკანსიებს, საიდან მოდის, რამდენი იწყებს და აგზავნის განაცხადს) ვიყენებთ Google Analytics 4-ს (Google Ireland Limited).

ანალიტიკის ქუქი-ფაილები (_ga…) ინახება მხოლოდ თქვენი თანხმობით. თანხმობის გარეშე Google-ს ეგზავნება მხოლოდ ქუქი-ფაილების გარეშე, ანონიმური სიგნალები. სახელს, ელფოსტას, ტელეფონს ან CV-ს ანალიტიკაში არ ვგზავნით და მონაცემებს რეკლამისთვის არ ვიყენებთ.

არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: .

7თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა, მათი გასწორება ან წაშლა, ასევე თანხმობის გამოხმობა. საჩივრის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.