აქტიური ვაკანსიაადამიანური რესურსები
Soft Skills ტრენერი
- თბილისი
პოზიციის შესახებ
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას Soft Skills ტრენერის პოზიციაზე.
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც იზრუნებს კომპანიის თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაზე, როგორც საოპერაციო, ისე მენეჯერულ დონეზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- თანამშრომელთა განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
- Soft Skills მიმართულებით სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება და განახლება;
- მაღაზიის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება შემდეგი მიმართულებებით: ეფექტური კომუნიკაცია, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, ემოციური ინტელექტი, კონფლიქტების მართვა, გუნდური მუშაობა, სტრესისა და დროის მართვა;
- მენეჯერული რგოლისთვის ტრენინგების ჩატარება შემდეგი მიმართულებებით: ლიდერობა, გუნდის მართვა, თანამშრომელთა მოტივაცია, ეფექტური უკუკავშირი, დელეგირება და თანამშრომელთა განვითარება;
- ინტერაქციული სწავლების მეთოდების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სიმულაციების გამოყენება;
- საჭიროებისამებრ, თანამშრომელთა გადამზადება კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და საოპერაციო პროცესების მიმართულებით;
- ჩატარებული ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება და შედეგების ანალიზი;
- მენეჯერებთან თანამშრომლობა თანამშრომელთა განვითარების საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვის მიზნით.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ტრენინგების მომზადების და ჩატარების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- Soft Skills ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სატრენინგო მასალების დამუშავების დონეზე);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.
მსგავსი ვაკანსიები
- ქალაქი: თბილისი
- გრაფიკი: სტანდარტული



